არგენტინაში ტანგოს ჩემპიონატი გაიხსნა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოცეკვავე წყვილები პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან.
კონკურსი საწყის ეტაპზეა და წყვილები სალონურ ტანგოში საკვალიფიკაციო ტურებს გადიან. გამარჯვებულებს ჟიური ფესტივალის დახურვის დღეს, 23 აგვისტოს გამოავლენს.