18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
გულფოსის ჩანჩქერში ნაპოვნი ცხედარი ამოცნობილია - დაღუპულ ნიკა ბეგაძეს სამშობლოში გადმოასვენებენ

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერში, დაღუპულ ნიკა ბეგაძეს სამშობლოში აუტოფსიის ჩატარების და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გადმოასვენებენ.

ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში, მამაკაცის გვამი გუშინ იპოვეს.

ისლანდიაში საქართველოს საელჩომ პოლიციისგან ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო, რომ თითის ანაბეჭდის და სტომატოლოგიური სურათის მიხედვით, ცხედარი ამოცნობილია.

„ეს არის პირველადი მონაცემები, ამის შემდეგ იგეგმება აუტოფსიის ჩატარებაც მას შემდეგ, რაც ოჯახის თანხმობა იქნება მიღებული,“ - განაცხადა საქართველოს ელჩმა ისლანდიაში, გიგი გიგიაძემ. 

ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებებს ისლანდიის პოლიცია 19 ივლისიდან აწარმოებდა. ის ვიდეოკამერებმა ბოლოს სწორედ გულფოსის ჩანჩქერთან დააფიქსირეს. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ იპოვა ნიკა ბრეგაძის პირადი ნივთები და ავტომანქანა, რომელიც მის მეგობარ გოგონას ეკუთვნოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები