თბილისის ზღვაზე, იახტ კლუბთან ახლოს, ხანძარია.
როგორც რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და 1 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გავრცელდა.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.