18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, თანამდებობა დატოვა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, თანამდებობა დატოვა, თუმცა ამ ფაქტს ჯერჯერობით არცერთი უწყება არ ადასტურებს. თავად ჩოგოვაძე კურიერის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სავარაუდოდ, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჩოგოვაძემ GEM Fest-თან დაკავშირებული სკანდალის გამო მიიღო, რადგან 1 900 000 ლარით ანაკლიის მუსიკალური ფესტივალი სწორედ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააფინანსა.

თავად განმუხურსა და ანაკლიაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ფინანსური დავალიანებების ანაზღაურებას ელექტრონული მუსიკის ფესტივალისგან დღეს უკვე ადგილობრივებიც ითხოვდნენ. ტურისტებზე გასაქირავებლად მომზადებული ბინების მეპატრონეები GEM Fest-ის ადმინისტრაციისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიღებას ითხოვენ.

დაზარალებულები სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. ფესტივალის ტერიტორია ამ დროისთვის უკვე დაცლილია, GEM Fest-ის საორგანიზაციო ჯგუფი და გიორგი სიგუა კი უკვე რამდენიმე დღეა ზარებს არ პასუხობენ. 

დღის ამბები