სპეცოპერაცია ამჯერად თბილისის ცენტრში - ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი თავისუფლების მოედანზეა მობილიზებული. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები უკვე რამდენიმე საათია ოპერაციას ატარებენ.
საგამოძიებო მოქმედება პუშკინის 10 ნომერში მდებარე ერთ-ერთი ჩინურ ბარში მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობას.
რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ბარიდან, დაახლოებით, 7 ახალგაზრდა გოგონა და ისინი, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ახალგაზრდები რა მიზნით გადაიყვანეს განყოფილებაში.
საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ წუთებშიც გრძელდება.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი ადასტურებს, რომ გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის მუხლით მიმდინარეობს.