სოფელ თელოვანის პრობლემები ისევ მოუგავრებელია. დასახლება სკოლის, ბაღის და მაღაზიის გარეშეა.
გარდა ამისა, სოფელ თელოვანის მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების პირობა რაიონული გამგეობისგან მიიღო, თუმცა სოფელს წყალი უკვე მეორე თვეა, არ აქვს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები საბურთალოს გამგეობამ დაიწყო, მაგრამ დაპირება არ შეასრულა.
პრობლემით შეწუხებული მოსახლეობა დღეს სასმელი წყლის მოგვარების მოთხოვნით კიდევ ერთხელ შეიკრიბა.
თელოვანში იმყოფებოდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი. ზაალ უდუმაშვილი გამარჯვების შემთხვევაში, თელოვანელებს არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
სოფელი თელოვანი საბურთალოს რაიონს რამდენიმე წლის წინ შეუერთდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, მათი პრობლემები ამ დრომდე არავის გახსენებია. მოსახლეობა ყურადღების მიქცევას პერმანენტული აქციებით ცდილობს.