18 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები -„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული ინფორმაცია მედიას დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააცნო. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის ცვლილებაზეცაა საუბარი.

დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციებსაც, შეფასებულია მედია გარემოც.

„საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მთავარი და ამოსავალი წერტილი და ეს არის ბუნებრივია, საჭირო იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო არ გაიზარდოს. საარჩევნო ადმინისტრაციას რაც შეეხება, მან განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს და უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე და კონკრეტულ კრიტერიუმებზე, მკაფიო პროცედურებზე დაფუძნებული დაკოპლექტების პროცესი,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები