საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში დაპირისპირება გრძელდება. ამ დროისთვის ვითარების განსამუხტად უწყებაში საპატრულო პოლიცია მივიდა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "სემეკში" ელექტროენერგიის სატარიფო განაცხადების განხილვა დაიწყო. განხილვის პროცესი სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ცოტა ხნის წინ შეწყდა. შესვენების შემდეგ კი, კომისიას სხდომის გაგრძელების საშუალება არ მიეცა, რადგან განხილვის საშუალება მათ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებმა არ მისცეს.
პარტიის წარმომადგენლებმა სხდომის მიმდინარეობის დროს, კომისიის წევრები ბიძინა ივანიშვილთან და კახი კალაძესთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს და მოითხოვეს, რომ "სემეკმა" უარი თქვას ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდაზე.