18 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ხმაური "სემეკის" შენობაში გრძელდება - სხდომაზე შალვა ნათელაშვილი მივიდა

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მივიდა. როგორ ცნობილია, სემეკში სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. 

„ესენი არიან კრიმინალური მაფია, რომლებსაც 20 ათასი ლარი აქვთ ხელფასი ჩვენგან მიტაცებული გადასახადებით. აძვირებენ გადასახადს. არავის არ გვაპატიებენ გადაუხდელობას, ჩაგვიჭრიან და ბავშვებს დაგვიტოვებენ მშივრებს და სიცივეში. ეს მაფია არავის არ ინდობს. მაფია მათი ღმერთია და მათი ეროვნებაა მწვანე დოლარია მხოლოდ. ჩვენ ისინი უნდა მოვიცილოთ. თუ ამ მოცილებას დავიწყებთ ყაჩაღების და ფასების გაზრდის მოტივირებით, იქნება მთელი მსოფლიოსგან მხარდაჭერილი,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სხდომის ჩატარების საშუალებას "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები კომისიის წევრებს არ აძლევენ. სემეკის შენობაში იმყოფება პატრულიც, რომელიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. 

მარეგულირებელი კომისია სხდომაზე თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის შეცვლას განიხილავდა. 

დღის ამბები