ნინო ქათამაძე 45 წლის იუბილეს საკუთარ მსმენელთან ერთად აღნიშნავს. გრანდიოზული დაბადების დღე 21 აგვისტოს გაიმართება.
სოლო კონცერტისთვის მომღერალმა ახალი სიმღერაც ჩაწერა. მომღერალი სტუმებისთვის კი იუბილარი სიურპრიზების მოწყობას გეგმავს.
ნინო ქათამაძე ახალ სიმღერას, რომელიც კომპოზიტორ ენრი ლოლაშვილს ეკუთვნის, პირველად სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდსა და ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს.
საიუბილეო კონცერტი სახელწოდებით Happy Birthday 21 აგვისტოს Black Sea Arena-ზე საღამოს 7 საათზე დაიწყება.