18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
საკვები 60 თეთრად - მდგომარეობა უფასო სასადილოებში

თბილისში 63 უფასო სასადილოზე ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარი იხარჯება. სასადილოებში 39 ათასი ბენეფიციარია დარეგისტრირებული, თუმცა, მათ შორის ამ სერვისით მხოლოდ 20 ათასი ადამიანი სარგებლობს. ამის მიხედვით, ადამიანზე დღეში 1,18 ლარი იხარჯება.

უფასო სასადილოს დღეს ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ესტუმრა. მისი განცხადებით, ადამიანზე, დღგ-სა და მუშახელი ანაზღაურების გათვალისწინებით, 60 თეთრი იხარჯება, რაც ძალიან ცოტაა.

ენმ-ის მერობის კანდიდატი კორუფციულ სქემებზეც საუბრობს. ის აცხადებს, რომ სასადილოებში პროდუქტების ხარისხის გაზრდა აუცილებელია და ამაში, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი უნდა იხარჯებოდეს.

უფასო სასადილოების მომხმარებლები ამბობენ, რომ საკვები, ხშირ შემთხვევაში, უვარგისია და ვერ ჭამენ.

დედაქალაქში 63 უფასო სასადილოდან 5 მათგანი სურსათის უვნებლობის სააგენტომ, ანტისანიტარიის გამო, უკვე რამდენჯერმე დააჯარიმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები