ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე ავარია მოხდა. სატვირთო მანქანა ლამპიონს შეეჯახა და როგორ რუსთავი2-ს თვითმხილველები უცხადებენ, გასკდა გოგირდის მილი.
სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავდა, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, მისი მდგომარეობა გადაყვანის დროს საშუალო სიმძიმის იყო მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. დაშავებული "ელიზაბეტ ბლექველის" ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"გზა ვადაკეტილია მთლიანად და გოგირდია ცხელი წყლის "შადრევანი" ასხამს," - აცხადებს თვითმხილველი.
ამ წუთებში სამართალდამცველებს გზა გადაკეტილი აქვთ.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.