ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100- ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული.
პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.