18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოზე შეუძლოდ გახდა - სხდომათა დარბაზში ექიმები იმყოფებიან

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში სასწრაფო დახმარების ექიმები არიან. ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის ისევ შეუძლოდ გახდა. მიხეილ იაშვილის საქმის პროცესი ამ დროისთვის შეწყდა.

ბრალდებულის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სწორედ იმან გამოიწვია, რომ ბრალდებული დაკავების დღიდან შიმშილობს.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, შესაძლოა, ის მიხეილ იაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საერთოდ გადაიდოს.

დღეს საქალაქო სასამართლოს ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა ემსჯელა.

დღის ამბები