18 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
არანაირი შურისძიება მე მის მიმართ არ მქონდა - ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მიხეილ იაშვილი აცხადებს, რომ მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. კერძოდ, მისი განცხადებით, დაკავების მომენტში მას პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ხდებოდა ზეწოლა, პოლიციისთვის სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით. გარდა ბრალდებულისა, მიხეილ იაშვილი აცხადებს, რომ სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით, ზეწოლა ხორციელდებოდა მის მეუღლეზეც.

იაშვილის განცხადებით, მის მეუღლეს მთაწმინდის პოლიციის განყოფილებაში ძალოვანი უწყების თანამშრომლები მისი ქმრის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.

გარდა ამისა, მიხეილ იაშვილი აცხადებს, რომ ის მოკლულ კახა ძნელაძეს იცნობდა და მას სასმელზე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

„იძახიან, რომ ორი წლის წინ ძნელაძესა და იაშვილს კონფლიქტი მოუვიდათო. ჯერ ეს ერთი, 2 წლის წინ მე გარეთ არ ვიყავი. მე გამოვედი 2015 წლის 25 თებერვალს. მას შემდეგ ჩვენთან სახლშიც მოდიოდა, სასმელსაც სვამდა. ამის მერე მოხდა ჩვენს შორის ლაპარაკი, რომ კახა, შენ შენს გზაზე იარე, მე ჩემს გზაზე ვივლი. მაგის მეგობრები და ბავშვობის ძმაკაცები ჩემი ბავშვის ნათლიები არიან. საერთო ჯამში, ჩვენ ნათლიმირონობა გვქონდა. არანაირი შურისძიება მე მის მიმართ არ მქონდა გაჩენილი,“ -აცხადებს მიხეილ იაშვილი.

რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, მიხეილ იაშვილი არ ეთანხმება მას. ბრალდებული აცხადებს, რომ ის შიმშილობა გააგრძელებს,.

შეგახსენებთ, რომ ჭონქაძის ქუჩაზე მომხარ მკველლობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს სასამათომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები