ბათუმში სამეწარმეო მარკეტი იმართება. სამდღიანი ღონისძიება ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით გაიხსნა.
პროექტის მიზანი ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაა.
გამოფენა-გაყიდვაზე 100-მდე მონაწილეა წარმოდგენილი, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ბენეფიციარები.