ფერიცვალებას გურიაში ტრადიციულად ბახმარობა გაიმართა.
სამთო კურორტზე გაიმართა დოღი, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მხედრები იმერეთიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიის სხვადსხვა დასახლებიდან ჩავიდნენ.
გაიმართა გამოფენები. საკუთარი ნაწარმი ადგილობრივმა კომპანიებმა წარმოადგინეს, მოეწყო ხალხური რეწვის და ფოტო ექსპოზიციები. ასევე სპორტული შეჯიბრებები და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები.