18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურჩასა და ტყაიაში ქართველი გლეხები მოსავლის გარეშე დატოვეს

ოკუპაციის და მავთულხლართების ტყვეობაში გასულ კვირას კიდევ 2 ჰექტარი მიწა და ადგილობრივების საარსებო წყარო აღამოჩნდა. სოფელ ხურჩასთან გავლებულმა ე.წ. საზღვარმა მოსახლეობას ერთდროულად წლების განმავლობაში მოვლილი ბაღები, მოსავლის წყარო და გადაადგილების უფლება წაართვა.

ორმაგი მავთულხლართებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქართველი გლეხების კუთვნილი 2 ჰექტარი მიწა წაიღეს. მავთულხლართები კილომეტრობით გრძელდება და ადგილობრივების კუთვნილ სულ უფრო მეტ მიწას ითვისებს.

რუსულმა ოკუპაციამ ხურჩელებს, მიწასთან ერთად, გადაადგილების თავისუფლებაც წაართვა - ოკუპირებულ გალის რაიონთან ერთადერთი გადასასვლელი რუსმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ფერმერები კი შიშით მუშაობენ. ახლა აღარც მათ იციან, როდის დაკარგავენ წლობით ნაგროვებ ქონებას.

თანასოფლელების გატაცებას ოკუპირებულ რეგიონში ვლადიმერ პუტინის ჩასვლას უკავშირებს სოფელ ტყაიას გამგებელიც.

ედემ კეკუტია ამბობს, რომ მის სოფელში მავთულხლართები არაა, თუმცა შიში იმისა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლოა, ვინმე დააკავონ, არსებობს. სოფელში იციან, როგორ ახალისებენ ოკუპანტები თავის ჯარისკაცებს. თუ ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მოქალაქეს დააკავებს, მას შვებულებას მისცემენ.

 

დღის ამბები