17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
თაკო ნაცვლიშვილი Victoria"s Secret-ის შესარჩევი კონკურსის ფინალურ ტურში გადავიდა

თაკო ნაცვლიშვილი შესაძლოა Victoria"s Secret-ის ახალი სახე გახდეს. ქართველი მოდელი ორი დღის წინ ნიუ იორკში კასტინგზე იმყოფებოდა და მათგან პირველი სასიხარულო შეტყობინება უკვე მიიღო. თაკო ნაცვლიშვილი Victoria"s Secret-ის შესარჩევი კონკურსის ფინალურ ტურში გადავიდა.

ცნობილია, რომ ბრენდმა წლის ყველაზე მასშტაბური შოუსთვის სულ 25 ახალი მოდელი უნდა შეარჩიოს. მოხვდება თუ არა თაკო ნაცვლიშვილი ამ სიაში, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

დღის ამბები