გლდანის დასახლებაში მდებარე სოფელ გიორგიწმინდაში ლაშქარაშვილების ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს.
მათი საცხოვრებელი სახლი 10 აგვისტოს შემდეგ იშლება - დაწეულია იატაკი და დაბზარული კედლებიც ჩამოშლას იწყებს.
ოჯახის უფროსის, განცხადებით, სახლს ბზარები პირველად 2013 წელს გაუჩნდა, როდესაც მის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინიგზა გაჰყავდათ.
დღეს უკვე ადგილზე ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს. ოჯახში 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
ლაშქარაშვილებს გამგეობამ ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული 300 ლარი გამოუყო, თავად გამგებელმა კი 100 ლარი დაუმატა, თუმცა აღნიშნული თანხა სახლის გასამაგრებლად საკმარისი არ არის. დამატებითი დახმარების მიღებაზე ოჯახმა გამგეობისგან უარი მიიღო. ლაშქარაშვილებს განცხადება აქვთ შეტანილი მერიაშიც, თუმცა პასუხი ამ დრომდე უცნობია. ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსსაც ატარებს.