გაფიცული რკინიგზელები ხვალიდან ფართომასშტაბიან შიმშილობას გეგმავენ. ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, თუკი დეპარტამენტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, 8 მოშიმშილეს თანამშრომლები სხვადასხვა ქალაქიდან შეუერთდებიან.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან ხალხმრავალი აქცია მოეწყობა.
რკინიგზელი, უჩა ღვთისიაშვილი რკინიგზის ადმინისტრაციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრალდება, თითქოს აქციის მონაწილეები მართულები არიან, არ შეესაბამება სიმართლეს.
რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე დაჩი ცაგურიას უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს.
„პირველ რიგში, უფლებამოსილების გადაჭარბებაში იგულისხმება ის, რომ ის პრეს-სპიკერია, ის უნდა ახმოვანებდეს მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური პირების პოზიციებს. ჩვენ გარდა ამისა შევნიშნეთ მისი პირადი მოტივაციები,“ - აცხადებს ვიტალი გიორგაძე.