18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ხანძარი ისნის ბაზრობაზე - დაზარალებულები კომპენსაციებს ამ დრომდე უშედეგო ელიან

ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციებს ითხოვენ. დირექციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მეწარმეები აცხადებენ, რომ კვლავ უცნობია, ვინ დაეხმარება ზარალის ანაზღაურებაში და ზოგადი დაპირებების ნაცვლად, ახლა უკვე კონკრეტულ ინფორმაციას ელიან. დახმარების თხოვნით, მოვაჭრეები გეგმავენ მუნიციპალიტეტისთვის მიმართვასაც.

დაზარალებულების ნაწილი, დღეს ისნის ბაზრობის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე მაღაზიებთან მივიდნენ, თუმცა მათ უშუალოდ ობიექტებთან სამართალდამცველები არ უშვებენ.

ხანძრით დაზარალებული ამ დრომდე, როგორც ბაზრობის ადმინისტრაციისგან, ისე მერიისგან კომპენსაციების მიღებას ითხოვენ. თუმცა მათ ადმინისტრაციისგან  კონკრეტული პასუხი არ აქვთ მიღებული.

ისნის ბაზრობაზე ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები ამბობენ, რომ წინასწარი მონაცემებით, ზარალი დიდია და მათივე თქმით, დედაქალაქის მერიიდან ადგილზე არავინ არ მისულა.

ბაზრობის დირექტორი ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა და განაცხადა, რომ დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გადაცემის საკითხი განიხილება. შესაბამისად, ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყდება, რა სახის დახმარება გაეცემათ დაზარალებულებს.

„კომპანიამ გადაწყვიტა, რომ რაღაც დოზით დახმარება გაუწიოს ინდმეწარმეებს, მაგრამ რა დოზით, რა პირობებით და რის ფინანსური საშუალებაც ექნება კომპანიას, იმისდა მიხედვით გავუწევთ დახმარებას. არავინ არ იხევს უკან, რომ გვერდში დავუდგეთ ამ ადამიანებს,“ - განაცხადა ბაზრობის დირექტორმა ბექა მახარაძემ.

დღის ამბები