სოფელ დაბასთან ოთხ საათზე მეტია ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ქარის გამო სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს უჭირთ ცეცხლის ლოკალიზება.
ადგილზე მობილიზებული არიან სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მოხალისეები. ღამის ხედვის ფუნქციის არქონის გამო ვერტმფრენმა სამუშაოები შეწყვიტა.
ცეცხლის მთავარ კერასთან მიახლოებას რთული რელიეფი შეუძლებელს ხდის. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დღეს მხოლოდ გზის გაწმენდა მოხერხდება.