18 ნოემბერი 2024,   16:02
ვრცლად
დანგრეული გზები, უწყლობა - თუშეთი ქართველ და უცხოელ ტურისტებს ინფრასტრუქტურული პრობლემებით დახვდა 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი ქართველ და უცხოელ ტურისტებს შორის, თუშეთი, დამსვენებლებს ისევ ინფრასტრუქტურული პრობლემებით დახვდა.

დანგრეული გზები, უწყლობა - ეს ის პრობლემებია, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ყოველდღიურად აწყდებიან. როგორც ადგილობრივები ამბობენ -უკვე 28 დღეა წყალი მხოლოდ რამდენიმე საათით და ისიც ერთეულ ონკანებში მოდის.

სტუმრების მიღება უჭირთ ომალოს კაფეებში, სადაც ხშირად ტურისტებს უწყლობის გამო სუფთა ჭურჭლის გარეშე და მოუმზადებელი კერძებით ხვდებიან.

წყლის პრობლემაა დართლოშიც, სოფელი მხოლოდ ერთი ონკანიდან მარაგდება. წყლით მომარაგების გრაფიკი დართლოს მცხოვრებლებისთვის უცნობია, ისევე როგორც ადგილობრივი ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების ბედი.

თუშეთში საზაფხულო სეზონი 25 ივნისს გაიხსნა და ტურისტებს ადგილობრივები 14 ოქტომბრამდე ელოდებიან. 

დღის ამბები