საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით თათბირი საგანგებო შტაბში გვიან ღამემდე გაგრძელდა.
2-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხანძრის გავრცელებისა საშიშრობა არ არსებობს.
პრემიერმა მიმართა მოხალისეებსაც და სთხოვა მათ ხანძრის მიმდებარე პერიმეტრზე გამოჩენისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავონ, რადგან არსებულ ვითარებაში ეს მეხანძრეებს ხელს შეუშლის.
საგანგებო შტაბში მისვლამდე მთავრობის ხელმძღვანელი სოფელ დაბაში მთავრობის წევრებთან ერთად იმ მოსახლეს შეხვდა, რომელიც სტიქიის ადგილთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს, თუმცა სახლის დატოვებაზე უარს აცხადებს.