გლდანის ციხესთან ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი ტერიტორია. ხანძარი გლდანის ციხესთან, დაახლოებით, ერთი საათის წინ გაჩნდა.
ადგილზე გლდანის გამგებელი იმყოფება. დიმიტრი ორმოცაძის თქმით, ხანძარი 5 ათას კვ.მ.-ზე იყო გავრცელებული.
გლდანის გამგებლის თქმით, ხანძრის შედეგად ბალახი დაიწვა, მოსახლეობის განცხადებით კი, მათ ხეხილი დაეწვათ.