ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცეცხლი ზემო ბოშურის მიმდებარე ტყეში გუშინ საღამოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა რთული რელიეფისა და ძლიერი ქარის გამო გაძნელა, თუმცა ლოკალიზება დროულად მოხერხდა, ამის მიუხედავად ცეცხლი ორ ჰექტარზე გავრცელდა.
ატენის ხეობაში, სტიქიის ზონაში ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო საჯარისო ნაწილებიც, 50-მდე მეხანძრე მაშველი და სპეც ტექნიკა.
სამაშველო სამსახურების გარდა ადგილზე იმყოფებოდნენ მოხალისეებიც. ხანძარი საცხოვრებელი სახლებიდან მხოლოდ ერთი კილომეტრით იყო დაშორებული, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა, თუმცა მათი ევაკუაცია საჭირო არ გახდა.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით.