18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
რეპრესირებულთა დღე - "ევროპული საქართველოს" ლიდერები მთაწმინდის პანთეონში შეიკრიბნენ

რეპრესირებულთა დღესთან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" ლიდერები მთაწმინდის პანთეონში შეიკრიბნენ.

პოლიტიკური პარტიის წევრებმა 1937 წლის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საფლავი ყვავილებით შეამკეს.

მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა თბილისის მერობის კანდიდატიც.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, საჭიროა დედაქალაქში მოეწყოს ისეთი ადგილები, რომელიც საქართველოში საბჭოთა კავშირის რეპრესიებს ასახავს.

„უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენს ქმედებებში,  ჩვენი სახელმწიფოს დაცვის ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმ მილიონობით ადამიანთან, რომელიც დაიხვრიტა საბჭოთაკავშირის მხრიდან. სამწუხაროა, რომ თითზე ჩამოსათვლელი ადგილები არის და ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ ქალაქში, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმაც და ქალაქის სტუმრებმაც იცოდნენ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს ხვრეტდნენ თავისუფლებისთვის,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები