50-მდე სამხედრო მოსამსახურე ატენის ხეობაში ორი დღის განმავლობაში დარჩება. ჯარისკაცები იმ ადგილებში იმორიგევებენ, სადაც ხანძარი იყო, რათა ახალი კერის წარმოშობა არ მოხდეს.
გუშინ, გვიან ღამიდან ადგილზე 300-მდე სამხედრო, ასევე მეხანძრეები და ადგილობრივები ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად დამწვარია ორი ჰექტარი მიწის ფართობი.
ხანძრის კერიდან დასახლებული პუნქტი დაშორებულია და მათ ღამის განმავლობაში საფრთხე არ შექმნიათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.