18 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ხანძრის მიზეზები - ბორჯომის სასტუმროებში რამდენიმე დღეა, შსს-ს თანამშრომლები ფარულ სპეცოპერაციას ატარებენ

ხანძრების გამომწვევ მიზეზად დივერსიის ვერსიას შინაგან საქმეთა მინისტრი და მმართველი გუნდის ლიდერები არ გამორიცხავენ. სტიქიური უბედურების ზონაში ვითარების განმუხტვის შემდეგ პასუხებს ოპოზიციაშიც ელოდებიან.

ბორჯომის სასტუმროებში უკვე რამდენიმე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ფარულ სპეცოპერაციას ატარებენ. სასტუმროს ადმინისტრაციაში კურიერს უყვებიან, რომ მათთან სამართალდამცველები მიდიან და ტურისტების შესახებ ინფორმაციას სთხოვენ.

სასტუმროებში ოპერატიული ღონისძიებების ჩატარებას შს მინისტრი ადასტურებს.

ბორჯომის ხეობაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.

20-ლიტრიანი, ბენზინით სავსე ავზი, ტყეში დღეს დილით იპოვეს. ინფორმაცია და ფოტომასალა სცენარისტმა, აკა სინჯიკაშვილმა, სოციალური ქსელში გაავრცელა, რის შემდეგაც ის ბორჯომის პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.

ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში ტყის ხანძრების 12 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის იმ რეგიონებში, სადაც ტყეები 2008 წლის აგვისტოში იწვოდა.

 

დღის ამბები