თითქმის ორი თვეა, საქართველო მოქალაქე ქვეყანაში ვერ ბრუნდება. ომარ ბაინდურაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარის გადაკვეთიდან ცოტა ხანში აზერბაიჯანულ ციხეში აღმოჩნდა, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოს მოქალაქე ქართველმა მესაზღვრეებმა წითელ ხიდზე უპრობლემოდ გაატარეს, თუმცა საკონტროლო პროცედურების გავლიდან 10 წუთში აზერბაიჯანის საზღვარზე მას ბორკილები დაადეს.
მეზობელი ქვეყნის სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ბაინდურაშვილი ძებნილთა სიაში იყო. ადგილობრივმა პოლიციამ ქართული მხარის ჩარევით გაარკვია, რომ ბაინდურაშვილი ძებნილთა სიიდან მოხსნილი იყო და გაათავისუფლეს, თუმცა თითქმის 2 თვეა, ის ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
მიზეზი ისევ მისი სამართლებრივი სტატუსია. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მისი გვარი ძებნილთა სიიდან არ ამოიღო, რუსეთის ფედერაციაა.
მღებრიშვილის უწყებაში ამბობენ, რომ მათ ყველა პროცედურის დაცვით დაკავებული ძებნილთა სიიდან მოხსნეს, თუმცა ამ დრომდე რუსეთის ფედერაციის კეთილი ნების იმედად რჩებიან.
დახმარების წერილით ომარ ბაინდურაშვილის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართეს. უწყებამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.
ომარ ბაინდურაშვილი ძებნილად 2012 წელს გამოაცხადეს, ჟურნალისტებთან ჩადენილი დანაშაულის გამო, ბაინდურაშვილს თავდაპირველად 4 წელი მიუსაჯეს. განაჩენი მისმა უფლებადამცველმა გაასაჩივრა და პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს. ამის შემდეგ კი ბაინდურაშვილის პირად დოკუმენტებში დანაშაული აღარ ფიქსირდებოდა. ამის საფუძველზე კი ქართული კანონმდებლობის შესაბამისად ძებნილთა სიიდან უნდა მოხსნილიყო.