ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები ოჯახების დავა სახელმწიფო უწყებასთან სასამართლოში ინაცვლებს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ფონიჭალის მონაკვეთზე მდებარე სახლები უნდა დაანგრიოს, თუმცა ამ დრომდე შეუთანხმებელია კომპენსაციის რაოდენობა, რის სანაცვლოდაც, ადგილობრივები საცხოვრებლების დათმობას დათანხმდებიან.
7 ოაჯახი აცხადებს, რომ ადეკვატური ანაზღაურების გარეშე სახლების დატოვებას არ აპირებენ.
ფონიჭალაში ადგილობრივებთან შეხვედრა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა კურიერის გამოჩენის შემდეგ შეწყვიტა. უწყებაში განმარტავენ, რომ მოსახლეობის ექსპროპიაციის საკითხს ეკონომიკის სამინიტრო განიხილავს. გადაწყვეტილების შემდეგ კი, რომელსაც სასამართლო იღებს, ოჯახებს ანგარიშებზე აუდიტორული კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა ერიცხებათ.