ისანში, მანქანის მეორადი ნაწილების დამწვარ ბაზრობაზე ხმაური იყო. დაპირისპირება დაზარალებულ მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.
კამათი და ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეების მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტი, რომელსაც ზარალის ოდენობა უნდა შეეფასებინა, დაცვის სამსახურმა ტერიტორიაზე არ შეუშვა.
ე.წ. სახაჭაპურეს ტერიტორიაზე ამ დროს, ადმინისტრაციის მიერ დაქირავებული მუშები იმყოფებოდნენ, რომლებიც დამწვარი საქონლისგან ტერიტორიას ასუფთავებდნენ. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დაზარალებულების მიერ მოყვანილი პირი შემთხვევის ადგილზე არ შეუშვეს.
ადმინისტრაციაში არშეშვების მიზეზი განმარტეს და აღნიშნეს, რომ ჯერ შსს-ს ექსპერტებმა უნდა ჩაატარონ გამოკვლევა. დაზარალებულების კი ეჭვობენ, ხანძარი განზრახ გაჩენილია.
ადმინისტრაციის იურისტი აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შევა ტერიტორიაზე კერძო ექსპერტი.
შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება.