18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
სამოქალაქო აქტივისტს, დავით ქაცარავას ამ დრომდე ბორჯომის რაიონულ სამმართველოში კითხავენ

სამოქალაქო აქტივისტს, დავით ქაცარავას ამ დრომდე ბორჯომის რაიონულ სამმართველოში კითხავენ. თითქმის 2 საათია ქაცარავა სამართალდამცავების კითხვებს პასუხობს.

დავით ქაცარავა და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის გამოკითხვით სამართალდამცავები მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მათ სოფელ დაბის ტერიტორიაზე ბოთლის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მათი თქმით,  ბოთლის ნამსხვრევები ნახეს, რომელსაც საწვავის სუნი აქვს.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი გამომძიებლების კითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობა ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაასრულეს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა გამოითხოვეს სასტუმროებიდან სტუმართა სიები.

შს მინისტრმა გუშინ ასევე აღნიშნა, რომ უწყება დივერსიის ვერსიაზეც მუშაობს და აღნიშნავს, რომ არაფერს გამორიცხავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები