ხმაური ვარკეთილში - დაპირისპირება ვარკეთილი 3-ის მესამე მიკრო რაიონის 302-ე კორპუსის მცხოვრებლებსა და კორპუსის სადარბაზოში საცხოვრებელი სახლის მშენებლებს შორის მოხდა.
ადგილობრივები კორპუსის ფართის უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებენ, მათი თქმით ავარიული კორპუსის პირველ სართულზე საცხოვრებელი სახლის შენება რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.
თაღლითობა კი ამხანაგობის სხდომის ოქმის გაყალბების შედეგად მოხდა.
16 სართულიან კორპუსში ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებიც, რომლებსაც ეზღუდებათ გადაადგილება.
ადგილობრივებს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი შეხვდა. ზაალ უდუმაშვილი მათ პრობლემებს გაეცნო და პარტიის წევრებს კორპუსში არსებული მშენებლობის შესაჩერებლად ადგილზე მონიტორინგი დაავალა.
„აქ არის მთავარი არის ის, რომ ამ 16 სართულიან სახლში ცხოვრობს 90 ოჯახი, რომელიც წინააღმდეგია, რომ ეს სადარბაზო ამოიქოლოს. ამის შემდეგ ჩვენ რას მივიღებთ, რომ შესასვლელი არ ექნებათ ამ კორპუსის მოსახლეობას. ხანძარი რომ გაჩნდეს ვერავინ ვერ შევა ჩასაქრობად. კიდევ ის, რომ აქ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ცხოვრობენ, რომელთან ადაპტირებული გარემო სჭირდებათ და ყველაფრის ჩაკეტვა მოხდება ამ კორპუსში,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.