დღეს კონსტიტუციის დღეა, თუმცა საზეიმო მიღება პრეზიდენტის სასახლეში აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო მიიღეს. საზეიმო მიღების ნაცვლად, კონსტიტუციის დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
საღამოს 06:00 საათზე, ახალგაზრდების ინიციატივით, თბილისში კონსტიტუციის ქუჩაზე, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ისტორიის შესახებ გამოფენა გაიმართება. სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება ასევე საქართველოს რეგიონებშიც.