18 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
რუსეთი დივერსიისთვის ხანძარს იყენებს - უკრაინული მედია ტერორიზმის ახალ იარაღზე ალაპარაკდა

უკრაინული პრესა რუსეთის მხრიდან დივერსიების მოწყობაზე წერს. უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთი დივერსიისთვის ხანძარს იყენებს.

Украинская правда საოპერაციო-ტაქტიკურ ჯგუფ დონეცკზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბოევიკები ხანძარს მინდვრებში, საცხოვრებელ სახლებსა და ნაგებობებზე შეგნებულად აჩენენ იმისთვის, რომ უკრაინის თავდაცვის ხაზს პრობლემები შეუქმნან.

საოპერაციო ტაქტიკური ჯგუფის დონეცკის პრესოფიცერი მიიჩნევს, რომ ხანძრები გამიზნულად ჩნდება და გამოყენებული ტერორიზმის ახალ იარაღად.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში პროპუსი მებრძოლების მხრიდან ბრძოლის ტაქტიკაში არის ცვლილება და მტერი უფრო მეტად ცინიკური ფორმით მოქმედებსა, რაც მინდვრებისა და შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებაში გამოიხატება.

დღის ამბები