ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის 366 კერა დაფიქსირდა.
გლობალ ფორესთ უოჩი, - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს სატყეო ხანძრების თანამგზავრულ მონიტორინგს, ბოლო მონაცემებს აქვეყნებს.
16-დან 23 აგვისტომდე ხანძრის ყველაზე მეტი კერა და შესაბამისად, განგაში სატელიტური რუკაზე სამცხე ჯავახეთიდან იყო, სადაც 279 კერა დაფიქსირდა. ბუნებრივია, ამ მონაცემებში არის მცირე, საშუალო და დიდი კერები.
შემდეგ მოდის კახეთი, სადაც აალების 51 შემთხვევა დაფიქსირდა. შიდა ქართლში - 16, ქვემო ქართლში - 7, მცხეთა მთიანეთში - 6.
იმერეთის ტყეებიდან ხანძრის კერების შესახებ ინფორმაცია სატელიტურმა სენსორმა ხუთჯერ მიიღო, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან -2-ჯერ.