ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში ერთ-ერთ კორპუსთან დღეს პოლიცია იყო მობილიზებულია. მრავალსართულიანი სახლის მაცხოვრებლები უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც, ადგილობრივების მტკიცებით, გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე დაიწყო.
მოსახლეობა ფიქრობს, რომ მერიაში გავლენიანი მფარველების გარეშე, უკანონობის დაკანონება ვერ მოხდებოდა.
კორპუსი, რომელის პირველ სართულზეც საერთო სარგებლობის ფართი კერძო საკუთრებად გადაიქცა, ავარიულია. ხალხი შიშობს, რომ მშენებლობა ისედაც პრობლემურ კორპუსს დანგრევის პირას მიიყვანს.
ვარკეთილში მიმდინარე უკანონო მშენებლობა ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა პირად კონტროლზე აიყვანა.
ზაალ უდუმაშვილმა დღეს მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად დაათვალიერა მშენებლობა და საგამოძიებო უწყებებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
უკანონო მშენებლობის შეჩერებამდე ოპოზიციური პარტიის წევრები ადგილზე რჩებიან.