18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ნიკა გვარამია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არის დაბარებული -სუს-ი

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი"-ის გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არა დაკითხვაზე, არამედ სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად დაიბარეს. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს, სუს-ში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე საიდუმლოა და თუ რა მასალების წარდგენას გეგმავს გვარამიასთვის გამოძიება ვერ დააკონკრეტებენ

"დაკითხვა არ არის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არის დაბარებული. საქმე საიდუმლოა და დეტალებს ვერ დაგიკონკრეტებთ. დეტალებს  ადგილზე გააცნობენ პროცედურის მიხედვით,"-განუცხადეს "რუსთავი 2"-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ 15:00 საათზეა დაბარებული. 

საქმე, რომელზეც ნიკა გვარამია დაიბარეს, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება. საქმე სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობის მუხლით არის აღძრული.

ამავე თემაზე
დღის ამბები