18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
რკინიგზასთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

რკინიგზის დეპარტამენტთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი დაახლოებოთ, ნახევარი საათის წინ დაიწყო, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით აქციის 10 მონაწილე დააკავა, რომელთა საქმეზეც უნდა ემსჯელა სასამართლოს.

ადვოკატების განცხადებით, აქციაზე დაკავებული პირების ნაწილის მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც მათ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.

"მწვანე მუშტის" აქტივისტის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტთან ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. 

„დაკავების პროცესში უხეშად გადამეტებული ძალა იყო. ტრანსპორტირების პროცესში იყო პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა, რასაც მივუთითებთ ჩვენს საჩივრებში, რომელსაც მიმართულია იმ დამკავებლების წინააღმდეგ, რომლებიც დღეს წარმოდგენილები არ იყვნენ. ჩემი დაკვირვებით, ეს ადამიანები ჩიტაიას დეპარტამენტის კრიმინალური პოლიციიდან და არა იმ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიდან, რომლებიც დღეს აქ შსს-ს წარმოადგენდნენ,“- განაცხადა მოძრაობა ”მწვანე მუშტის” აქტივისტმა, ირაკლი კუპრაძემ.

საქართველოს პროფკავშირების მთავარი იურისტის, რაისა ლიპარტელიანის თქმით, რამდენიმე დაკავებულ პირს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნება, რაც სამედიცინო შემოწმების ოქმში დაფიქსირებულია. პროფკავშირებში აღნიშნავენ, რომ თუ პოლიციის მიერ ძალის გადამეტება დადგინდება, შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები