18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ყარაჯალაში სასტიკ დანაშაულში ბრალდებულების სასამართლო დაიწყო

ყარაჯალაში სასტიკ დანაშაულში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

42 წლის მამაკაცის ცემისა და გაუპატიურების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მოიყვანეს ბრალდებულები, თუმცა, მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

პროკურატურა სასამართლოს სამივე დაკავებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართავს. თუმცა, დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალეულობა არასწორია და დღევანდელ პროცესზე სწორედ ამის შესახებ იდავებენ.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გოგონას ქმარია, რომელსაც დაზარალებულის ოჯახი კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს. მისი უფლებადამცველის თქმით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის.

სამივე ბრალდებულს პროკურატურა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ედავება, ჯგუფის მიერ ორგანიზებულს.

სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ პირი, რომელიც გავრცელებულ კადრებში უშუალოდ ძალადობს დაზარალებულზე.

დღის ამბები