ქუთაისში მოსახლეობა ხეების ჭრას აპროტესტებს. ადგლობრივების განცხადებით, დღეს გამთენიისას ნიკეას ქუჩაზე, სკვერში, 30-წლიანი ნაძვები მოჭრეს.
სამუშაოები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ადგილზე მოსახლეობა მივიდა და ხეების ჭრა გააპროტესტა. სკვერში იმყოფებოდნენ ევროპული საქართველოს წევრებიც.
მათი ინფორმაციით, ხეფისუფლებამ ერთი წლის წინ ტერიტორია გაყიდა და ახლა სამუშაოებს კერძო მესაკუთრე ახორციელებს.
ადგილობრივების განმარტებით, ტერიტორიის შესყიდვის ინიციატივით მუნიციპალიტეტს თავადაც მიმართეს, თუმცა მერიამ რეკრეაციული სტატუსის გამო მათ უარი უთხრა.
ქუთაისის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მისთვის უცნობია, გაყიდულია თუ არა სკვერი და რატომ მიმდინარეობს ხეების ჭრა.