17 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
პრაქტიკულად, ხანძარი ლიკვიდირებულია - ბორჯომის ხეობაში ავიაცია გამოჩნდა

ბორჯომის ხეობაში კვლავ ავიაცია გამოჩნდა. ნისლის გამო, დილიდან ვერტმფრენები სტიქიის სალიკვიდაციო ოპერაციაში აღარ ჩართულან, თუმცა ორ საათზე მეტია, სამუშაოები ჰაერშიც მიმდინარეობს. ცეცხლის კერები ამ დროისთვის ჩამქრალია, მაშველები, სამხედროები და მეტყევეები სარისკო უბნებს ამუშავებენ. 

არდაგანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეხანძრე-მაშველებს აზერბაიჯანელი კოლეგებიც ეხმარებიან. არსებობდა საფრთხე, რომ ხანძარი მთიდან საფლავებამდე ჩამოსულიყო, თუმცა ვითარება დღეს სტაბილურია. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი, პრაქტიკულად, ლიკვიდირებულია. ლევან იზორიას თქმით, ხეობაში ცეოცხალი ძალა და ტექნიკა ჯერ ისევ რჩება. 

„პრაქტიკულად, ხანძარი ლიკვიდირებულია. ყველა უწყებამ უმაღლესი პასუხისმგებლობით იმუშავა და ამ მუშაობის შედეგად უმოკლეს პერიოდში შეუძლებელი შევძელით,“ - განაცხადა ლევან იზორიამ. 

დღის ამბები