ბორჯომის ხეობაში ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია, თუმცა ცოცხალი ძალა, ტექნიკა და ავიაცია ადგილზე რჩება. ხეობაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა.
ბორჯომის ხეობაში ამ დრომდე მეხანძრე-მააშველები და ჯარისკაცები მუშაობენ. საგანგებო შტაბში ვითარების გაუარესებას არ ელოდებიან.
სოფელ დაბის მოსახლეობა გადამწვარი ტყის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის ტერიტორიაც დაიწვა , რომელიც 2008 წელ რუსეთის მიერ ჭურვების ჩამოყრის შედეგად გადაიწვა.