18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ხანძარი ლიკვიდირებულია - ბორჯომის ხეობას ხვალ სამხედროების დიდი ნაწილი დატოვებს

ბორჯომის ხეობაში ამ წუთებში მხოლოდ სარისკო კერების დამუშავება მიმდინარეობს, ხეობაში ამ დრომდე რჩებიან მაშველები და მეტყევეები. ხანძრის გაჩენიდან მეშვიდე დღეს საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია.

მთავრობის წევრების განცხადებით, ხვალ სამხედროების დიდი ნაწილი ბორჯომის ხეობას დატოვებს, ხვალიდან ხეობაში ერთი ასეული დარჩება. ხვალ საქართველოს აზერბაიჯანელი მაშველებიც დატოვებენ. საქართველო უკვე დატოვეს თურქეთისა და ბელარუსის ავიაციამ. 

„მაქსიმალური ძალები გვყავს ჩართული იმისთვის, რომ ნიადაგი დამუშავდეს და არ დარჩეს საერთოდ არანაირი რისკი იმისა, რომ სადმე რამე კერამ გაიღვიძოს და გაღვივდეს. რამდენიმე ვერტმფრენი უკვე თავის დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა, მფრინავებს განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებ. ამ დღეებში 2 ათას ასზე მეტი შემოფრენა გააკეთეს და 2 ათასზე მეტჯერ დაასხეს წყალი ხანძრის კერებს. უახლოეს დღეებში შესაძლებელია, რომ ხვალ უკვე დატვონ ზონა იმიტომ, რომ მათი დახმარება ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის. დიდი მადლობა მათ,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, ცეცხლის კერები არ არსებობს, რის გამოც  ხეობაში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები