ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ვერტმფრენი სავარაუდოდ სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნოდა და ის მაშინ ჩამოვარდა, როდესაც წყლის ავზს ავსებდა.
ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შვეულმფრენი ბორჯომის ხეობაში უკვე 1 კვირაა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობდა.