ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის სამღვდელოება ღვთისმშობლის კვართის დავაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ სიწმინდის დადიანების მუზეუმში დატოვება ერთი წლის წინ პატრიარქმა გადაწყვიტა და კვართის გადატანის საფუძველი არ არსებობს.
მრევლში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ, სიწმინდემ ზუგდიდი დატოვოს, რადგან პრეცედენტის უკან საბოლოოდ კვართის ქვეყნიდან გატანის რისკს ხედავენ.
ეპარქიაში განმარტავენ, რომ ათენი ოქტომბერში კვართის ერთი თვით ათონზე გადაბრძანებას ითხოვს.