ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულებს ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში კვლევებს უტარებენ.
სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკოც იმყოფებოდა, მისი განცხადებით, 4-ვე მათგანის მდგომარეობა მსუბუქია.
„3 ეკიპაჟის წევრი არის, ერთი მაშელი, პირველადი დათვალიერებით და შეფასებით, საბედნიეროდ მათი მდგომარეობა მსუბუქი არის, მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, უფრო გაღრმავებული კვლევები უკვე დაიწყო და ჩვენ ცოტა ხანში საბოლოოდ გვეცოდინება და გამორიცხული გვექნება და ყველა პოტენციური დაზიანება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში დღეს დილით ჩამოვარდა, როდესაც ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართული საფრენი საშუალება ხელოვნურად შექმნილი აუზიდან წყალს ავსებდა.