ცნობილი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის კონცერტზე მისი მეუღლე, მუსიკოსი თამაზ ჩაჩუა შეუძლოდ გახდა და ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
ლიანა ისაკაძის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - "ღამის სერენადები", უცხოელი შემსრულებლების ინიციატივით გაგრძელდება და წელს თამაზ ჩაჩუას ხსოვნას მიეძღვნება, თუმცა ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს ლიანა ისაკაძე.